კიევის ხელისუფლებამ 9 დეკემბერს აიღო ბოლშევიკი სამხედრო მეთაურის, მიკოლა შჩორსის ძეგლი. ცხენზე ამხედრებული შჩორსის ძეგლი უკრაინის დედაქალაქში თითქმის 70 წლის წინ იყო აღმართეს.
შვიდი საათი დაიხარჯა 7-ტონიანი ძეგლის მოხსნაზე, რომელიც მუზეუმში შეინახება. ქალაქის ადმინისტრაციამ Telegram-ზე გამოაცხადა, რომ „60-ზე მეტი ძეგლი, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთისა და სსრკ-ს ისტორიასა და კულტურასთან, უკვე გატანილია დედაქალაქიდან“.
შჩორსი იყო წითელი არმიის დივიზიის მეთაური, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, რომელიც იბრძოდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის, ასევე პოლონეთის არმიის წინააღმდეგ და რომელიც მოკლეს გაურკვეველ ვითარებაში 1919 წლის აგვისტოში.
ასევე ნახეთ