Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მოზარდს სკოლაში სროლისთვის, რასაც ოთხი მოსწავლე ემსხვერპლა


გამოსასწორებელი ცენტრი ტომპსონში. აშშ. 17 ნოემბერი, 2009 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
გამოსასწორებელი ცენტრი ტომპსონში. აშშ. 17 ნოემბერი, 2009 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

აშშ-ის მიჩიგანის შტატის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე მიუსაჯა 17 წლის მოზარდს, ითან კრამბლის.

ორი წლის წინ მან დაწერა, რომ ვერ აკონტროლებს თავის აზრებს და სროლა ატეხა სკოლაში, მოკლა ოთხი თანასკოლელი და დაჭრა კიდევ შვიდი პირი.

კრამბლიმ თავი დამნაშავედ ცნო და ითხოვა ისეთი სასჯელი, რასაც დაღუპულების და დაზარალებულების ახლობლები მოითხოვდნენ. „მართლა ცუდი ადამიანი ვარ. საშინელი დანაშაული ჩავიდინე“, – თქვა კრამბლიმ სასამართლო პროცესზე და დაამატა, რომ „მომავალში ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს სხვებს“.

მისი ადვოკატები უფრო ნაკლებ ვადას ითხოვდნენ.

2021 წლის ნოემბერში 15 წლის კრამბლიმ ჩაწერა ვიდეო, სადაც ის მოსწავლეთა მკვლელობაზე მსჯელობდა და მეორე დღეს გაკვეთილებზე პისტოლეტი წაიღო. იმავე დღეს კრამბლის მშობლები სკოლაში დაიბარეს მისი პისტოლეტიანი ნახატის გამო, რომელზეც მიწერილი იყო: „აზრები ვერ ჩერდება, დამეხმარეთ“. კრამბლი სკოლაში დატოვეს, მისი ნივთები არ შეამოწმეს. რამდენიმე საათში მოზარდმა სროლა ატეხა.

გამოძიებამ, რომელიც განათლების საოლქო უწყების შეკვეთით ჩატარდა, დაადგინა, რომ „შეცდომები დაშვებული იყო ყველა“ - სასკოლო საბჭოს, თანამშრომლებისა და ადმინისტრაციის - დონეზე.

XS
SM
MD
LG