აშშ-მა 8 დეკემბერს ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნას, ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ღაზის სექტორში ისრაელსა და აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილ „ჰამასს“ შორის ომში.
ვაშინგტონი იზოლირებულ იქნა დიპლომატიურად ამ ნაბიჯის შედეგად, რადგან საბჭოს მუდმივმა და არამუდმივმა, სულ 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას. თავი შეიკავა მხოლოდ დიდმა ბრიტანეთმა.
Reuters-ი იტყობინება, რომ კენჭისყრაგაიმართა მას მერე, რაც გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა გადადგა გამონაკლისი ნაბიჯი, რათა უშიშროების საბჭო, რომელიც 15 წევრისგან შედგება, ოფიციალურად გაეფრთხილებინა გლობალურ საფრთხეზე, რომელსაც უკვე ორი თვე მიმდინარე ომი ქმნის.
გუტერეშმა 8 დეკემბერს განაცხადა, რომ „ჰამასის“ სისასტიკე ვერასდროს გაამართლებს პალესტინელების „კოლექტიურ დასჯას“.