Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს აწვდის


უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 21 ნოემბერი, 2023 წელი
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ერთობლივ პრესკონფერენციაზე. 21 ნოემბერი, 2023 წელი

გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ჭურვებს, დრონებსა და მანქანებს, ნათქვამია ამ ქვეყნის მთავრობის განცხადებაში. განცხადების თანახმად, ახალი პაკეტი მოიცავს Vector-ის ტიპის 10 სადაზვერვო უპილოტო საფრენ მოწყობილობას, 1750 საარტილერიო ჭურვს, 70 ყუმბარმტყორცნს, ექვს საპატრულო მანქანასა და რვა სატვირთო მანქანას, ასევე, სამხედრო პირველი დახმარების 100 000 კომპლექტს.

გერმანია მეორე ადგილზეა შეერთებული შტატების შემდეგ, კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ.

გასულ თვეში, გერმანია დამატებით კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას შეჰპირდა უკრაინას თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის ვიზიტისას კიევში.

XS
SM
MD
LG