Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნებმა ტერორისტების სიაში შეიყვანეს „ჰამასის“ ორი მეთაური


7 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმისას მოკლული ისრაელელების ხსოვნის ცერემონია. ისრაელი. კიბუცი რეიმი. 28 ნოემბერი. 2023 წელი
7 ოქტომბერს, "ჰამასის" თავდასხმისას მოკლული ისრაელელების ხსოვნის ცერემონია. ისრაელი. კიბუცი რეიმი. 28 ნოემბერი. 2023 წელი

ევროკავშირის ქვენებმა 8 დეკემბერს ტერორისტების სიაში შეიყვანეს აშშ-ში და ევროკავშირში ადრე ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასის“ ორი მეთაური.

ესენი არიან, მუჰამად დეიფი, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური გენერალი და მისი მოადგილე, მარვან ისა, ნათქვამია ცნობაში.

Reuters-ის თანახმად, 8 დეკემბრის შემდეგ ამ ორ პირს გაეყინება ყოველგვარი ფინანსური აქტივები და ევროკავშირის ყოველნაირ ობიექტს ეკრძალება მათთვის სახსრების, ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება.

"ჰამასი" 7 ოქტომრებს შეიჭრა ისრაელში და თავს დაესხა ღაზის სექტორთან საზღვრისპირა დასახელებებს. ამ ოპერაციის დროს 1200 პირი დაიღუპა, 240 მძევლად გაიტაცეს.

მას მერე ისრაელის არმია ბომბას ღაზის სექტორს, რის მიზანიც "ჰამასის" განადგურებაა. ისრაელის არმიის ოპერაციას დღემდე 17000 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის რამდენიმე ათასი ბავშვია. ღაზის სექტორში უკიდერესადმიმე ჰუმანიტარული ვითარებაა, რადგან რეგოინს ძალიან შეზღუდულად მიეწოდება წყალი, სურსათი და სამედიცინო საქონელი.

XS
SM
MD
LG