Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა


ცხინვალის რეგიონი
ცხინვალის რეგიონი

დიდთოვლობის გამო დაკეტილია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი. როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის აკრძალულია. გადაწყვეტილება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ოთხშაბათს საღამოს მიიღო.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, „მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და უსაფრთხო გადაადგილების პირობების არარსებობის გამო, 6 დეკემბრის 20:00 საათიდან 7 დეკემბრის 20:00 საათამდე, ბურონის დასახლების მიმართულებით, როკის გვირაბის ჩრდილოეთ ნაწილში ტრანსპორტის მოძრაობა ორივე მიმართულებით აკრძალულია", - ნათქვამია ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან ერთადერთი გზა აკავშირებს, რომელიც მთიან რელიეფზე გადის. მისი სიგრძე 164 კმ-ია. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.

XS
SM
MD
LG