ფეისბუკჩართვის დროს ერთ-ერთმა მაღაროელმა თქვა, რომ მათ მოთხოვნებს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" უახლოეს თვეებში შეასრულებს.
"რაღაც დრო არის აღებული, რათა სრულყოფილებაში მოვიდეს ეს ყველაფერი. დარკვეთის მაღარო 3 იანვრიდან გადავა 12-საათიან გრაფიკზე; ამავე დროს, პირველი თებერვლიდან გასწორდება ხელფასების სხვაობა და გაუთანაბრდება დანარჩენ 12-საათიან მომუშავეებს; ასევე, 8-საათიან გრაფიკზე მომუშავეთა საათობრივი ანაზღაურება ნაკლებია 12-საათიან გრაფიკზე მომუშავეებთან შედარებით, რაც გაღიზიანებას იწვევდა დასაქმებულებში. ესეც გასათანაბრებელი იყო. მივედით იმ შედეგამდე, რომ კომპანიამ გვთხოვა გაეთვალისწინებინა კრიზისი, ე.წ. გაჭირვება და მიგვეცა 6 თვე. პირველ ივნისს იმ ადამიანების ხელფასიც გადაიხედება, სატარიფო გაუთანაბრდება საათობრივი ანაზღაურებით 12-საათიან მომუშავეებს", - თქვა მან.
ჭიათურაში გაფიცული იყვნენ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები. ისინი უარს ამბობდნენ სამუშაოს შესრულებაზე, რის შედეგად 13 მაღარო გაჩერდა.
მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლა იყო - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვდნენ, თუმცა აცხადებდნენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა.