Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ანტიერდოანის“ კამპანიით რუსეთის სპეცსამსახურები თურქეთსა და შვედეთს შორის კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდნენ


ქურთების ანტითურქული დემონსტრაცია სტოკჰოლმში
ქურთების ანტითურქული დემონსტრაცია სტოკჰოლმში

რუსეთის სპეცსამსახურები გეგმავდნენ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავდა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესში ჩარევას, ამ ქვეყნებსა და თურქეთს შორის წინააღმდეგობების გაღვივების გზით. ამის შესახებ ორშაბათს ფინურმა სამაუწყებლო კომპანია Yle-მ განაცხადა ჟურნალისტების მიერ მიღებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით. საკუთარი წყაროების გარდა, Yle ასევე იშველიებს ცენტრ „დოსიეს“.

Yle-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებში შვედეთსა და ფინეთში კამპანიის გეგმებზეა ლაპარაკი. „დოსიეს“ ცენტრმა, სავარაუდოდ, მოიპოვა დოკუმენტები, რომლებშიც ნათქვამია, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ამ კამპანიის ფარგლებში ღონისძიებები პარიზშიც მოაწყვეს. ამის შესახებ Yle-ს გამომძიებელმა ილია როჟდესტვენსკიმ განუცხადა.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ შვედეთში „ყურანის დაწვის“ ინციდენტებმა გამოიწვია დაძაბულობა თურქეთთან ურთიერთობაში და გაცემულია რეკომენდაცია ისეთი ზომების მისაღებად, რომლებიც მიზნად ისახავს მათ კიდევ უფრო გამწვავებას. კერძოდ, საუბარია ევროპის ქალაქებში დემონსტრაციების გამართვაზე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის პირდაპირი შეურაცხყოფით, ასევე ანტიისლამური და ანტითურქული წარწერების გამოქვეყნებაზე. ეს ყველაფერი სოციალურ მედიაში უნდა გაშუქებულიყო. დოკუმენტში, რომლის ამონარიდიც Yle-მ გამოაქვეყნა, ამ ქმედებას "ერდოანის საწინააღმდეგო პროექტი" ჰქვია.

„დოსიეს“ თანახმად, ცენტრმა მიიღო წვდომა რუსეთის დაზვერვის ოფიცრების მოხსენებაზე, რომელშიც ლაპარაკია პარიზში 2023 წლის მარტში გამართულ ერთ-ერთ ასეთ ოპერაციაზე. იმ დროს ანტიისლამური ლოზუნგებით გაიმართა არაერთი დემონსტრაცია, რომლებზეც რეჯეპ ტაიპ ერდოანიც გააკრიტიკეს.

  • თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ერთმანეთთან კარგ პირად ურთიერთობებსაც არაერთხელ გაუსვეს ხაზი.
XS
SM
MD
LG