Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Quiz: 10 ქვიარ ადამიანი რუსეთის ისტორიასა და კულტურაში

რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარა „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“. რუსეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ. რადიო თავისუფლების ვიქტორინა ეძღვნება ქვიარ ადამიანებს, რომლებიც რუსული ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი არიან.


შეკითხვა 1 / 10

მარინა ცვეტაევას ლექსი "Под лаской плюшевого пледа", რომელიც შეიძლება გახსოვდეთ მხატვრული ფილმიდან "სასტიკი რომანსი", სადაც ამ ლექსზე დაწერილ რომანსს ნანი ბრეგვაძე ასრულებს, ეძღვნება პოეტ ქალს - სოფია პარნოკს. ცვეტაევას თავბრუდამხვევი რომანი ჰქონდა მასთან. საქმე იქამდე მივიდა, რომ სერგეი ეფრონი, ცვეტაევას ქმარი, პარნოკის დუელში გამოწვევასაც კი აპირებდა. თუმცა ჩვენი კითხვა სულ სხვა რამეზეა: იმ დროს რუსეთში მოქმედი კანონებით რა სასჯელი დაემუქრებოდა სოფია პარნოკს, სერგეი ეფრონს  რომ პოლიციაში ეჩივლა:

XS
SM
MD
LG