Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში 23-დან 18 დრონი მოიგერიეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში 23-დან 18 დრონი მოიგერიეს


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ერთ-ერთი დრონის ჩამოგდების რაიონში, კიევის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ერთ-ერთი დრონის ჩამოგდების რაიონში, კიევის მახლობლად

4 დეკემბერს ღამით, უკრაინის ათამდე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიას 23 დრონით შეუტიეს ოკუპირებული ყირიმიდან. 1 საავიაციო რაკეტით შეტევა იყო ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან.

უკრაინელი სამხედროების თანახმად, თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რაკეტა და 23-დან 18 უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა არაფერს იუწყება მოუგერიებელი დრონებით დარტყმების შედეგებზე. მათ შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან საოლქო ადმინისტრაციებიც.

XS
SM
MD
LG