Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ტელეკომპანია „პირველის“ სიუჟეტის პასუხად განცხადება გამოაქვეყნა


საილუსტრაციო ფოტო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
საილუსტრაციო ფოტო. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც „მხოლოდ სიცრუე“ უწოდა ტელეკომპანია „პირველის“ შაბათის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც ლაპარაკი იყო რუსული საზღვაო პორტებიდან შუა აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, "ჰამასისთვის" საიდუმლო ტვირთების მიწოდებაზე. ტელეკომპანიის რესპონდენტის ცნობით, რუსული გემი შესაძლოა სიმულატორს იყენებდეს, რათა რადარები შეცდომაში შეიყვანოს და აჩვენოს, თითქოს ტვირთი ქართული პორტიდან მიაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არც გამოჩენილა.

„საზოგადოებისთვის გვსურს განვმარტოთ და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ რეპორტაჟი დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუეზე და არ იყო მოყვანილი არც ერთი დოკუმენტური მტკიცებულება, რაც სიუჟეტში ნათქვამი ფაქტების ნამდვილობას დაადასტურებდა“, - აცხადებს შსს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023 წლის 22 ივნისს, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრმა (JMOC) ფოთთან დააფიქსირა ბარბადოსის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი ,,GIVING,“ თუმცა რეალურად იმ მომენტში გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არ იმყოფებოდა.

2023 წლის 4 ივლისს, ამერიკული მხარის საზღვაო მონიტორინგის სისტემის ტექნიკურმა სამსახურმა JMOC-ს წარუდგინა განმარტება, რომ „აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კომპლექსურ ანომალიურ შემთხვევას, რაც შესაძლოა, განპირობებული ყოფილიყო ორი ძირითადი ფაქტორით: უშუალოდ ეკიპაჟისმიერ სისტემაში შეგნებულად არასწორი ინფორმაციის შეყვანა და მანიპულირება ფაქტიური ადგილსამყოფლის დაფარვის მიზნით და ასევე, ბოლო პერიოდში შავ ზღვაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდების უარყოფითი ზეგავლენის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG