Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბრძოლო მოქმედებების განახლების შემდეგ ღაზაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს


გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" თანამშრომლები ღაზის სექტორისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ტვირთს ამზადებენ. 23 ოქტომბერი, 2023.
გაეროსა და "წითელი ნახევარმთვარის" თანამშრომლები ღაზის სექტორისთვის განკუთვნილ ჰუმანიტარულ ტვირთს ამზადებენ. 23 ოქტომბერი, 2023.

პალესტინური „წითელი ნახევარმთვარე“ იტყობინება, რომ ღაზის სექტორში შეუშვეს სატვირთო მანქანების პირველი ჰუმანიტარული კოლონა მას შემდეგ, რაც პარასკევს დასრულდა ისრაელსა და პალესტინურ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ შორის ზავი. ზავის შეწყვეტის შედეგად შეჩერებული იყო ღაზისთვის დახმარების მიწოდება.

როგორც BBC იტყობინება სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, 50 მანქანა გაატარეს რაფაჰის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე. ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, მომარაგება კვლავაც კატასტროფულად შეზღუდულია.

ომის დაწყებამდე ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებდნენ, რომ ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფისთვის საჭიროა დღეში 100 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული ტვირთი.

XS
SM
MD
LG