უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სამუშაო ვიზიტით იმყოფება ოდესის რეგიონში, სადაც მოისმინა სამხედროების მოხსენებები და გამართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის დაცვას.
„განვიხილეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი: ოპერატიული ვითარება და უკრაინის გაერთიანებული სარდლობის "ოდესის" დაჯგუფების პასუხისმგებლობის ფარგლებში საომარი მოქმედებების ჩატარება, შავ ზღვაში არსებული ვითარება, ნაღმების საწინააღმდეგო ზომები და "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ოდესის ოლქის საჰაერო თავდაცვის საქმიანობა, ჰაერიდან ოდესის მარცვლეულის დერეფნის ინფრასტრუქტურა და იქ მყოფი ჩვენი ბრიგადების დაცვა", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ასევე შეხვდა უკრაინის სამხრეთის დამცველ სამხედროებს და მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
ოდესის რეგიონს, კერძოდ, მის საპორტო ინფრასტრუქტურას, რუსეთი რეგულარულად ესხმის თავს.
რუსეთის არმია მუდმივად უტევს უკრაინულ დასახლებებს სხვადასხვა სახის იარაღით: უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარებით. მტკიცებულებების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს მიზანმიმართულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.