Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრემიერი: ფინეთი რუსეთიდან თავშესაფრის მეტი მაძიებლის ჩამოსვლას ელის


ფინეთ-რუსეთის საზღვარი. იმატრა. 14 აპრილი, 2023 წელი
ფინეთ-რუსეთის საზღვარი. იმატრა. 14 აპრილი, 2023 წელი

ფინეთი მოელის, რომ რუსეთის საზღვრის გავლით იქ თავშესაფრის მეტი მაძიებელი ჩავა. ამიტომ ქვეყანა აპირებს, მიიღოს შემდგომი ზომები თავშესაფრის მაძიებელთა ნაკადის შესაჩერებლად მას შემდეგ, რაც დაკეტავს ყველა შესასვლელ პუნქტს, ერთის გარდა.

"სხვადასხვა წყაროს სადაზვერვო ინფორმაცია გვაცნობებს, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მოიწევენ", - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ.

Reuters-ის თანახმად, ნოემბერში რუსეთიდან ფინეთში შევიდა თავშესაფრის დაახლოებით 900 მაძიებელი. მათ შორის არიან მოქალაქეები ავღანეთიდან, კენიიდან, მაროკოდან, პაკისტანიდან, სომალიდან, სირიიდან და იემენიდან. ეს რიცხვი ბევრად მეტია ადრინდელთან მაჩვენებელთან შედარებით, როცა დღეში ერთზე ნაკლები ადამიანი შედიოდა.

ფინეთი რუსეთს ადანაშაულებს სასაზღვრო პროტოკოლის შეცვლაში და ამას ჰიბრიდულ თავდასხმას უწოდებს. მოსკოვი ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG