Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი: ოქტომბერში ღაზაში, ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება გამოიწვია შეცდომამ რაკეტის გაშვებისას


ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქების შემდეგ. ღაზა. 17 ოქტომბერი, 2023 წელი
ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქების შემდეგ. ღაზა. 17 ოქტომბერი, 2023 წელი

უფლებადამცავი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის გამოკვლევით, ღაზის ალ-აჰლის საავადმყოფოსთან აფეთქება, ალბათ, რაკეტის გაშვებისას დაშვებული შეცდომის შედეგია.

უშუალოდ აფეთქება გამოიწვია სარაკეტო მასალამ, რომელსაც, ჩვეულებრივ, იყენებენ პალესტინელთა შეიარაღებული ჯგუფები, აცხადებს Human Rights Watch-ი. ორგანიზაციამ გაანალიზა ფოტო, ვიდეო, თანამგზავრებით გადაღებული სურათები და ასევე თვითმხილველების და ექსპერტების მონათხრობი.

17 ოქტომბერს აფეთქებას ალ-აჰლის საავადმყოფოსთან ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქებას აღშფოთება მოჰყვა მთელ მსოფლიოში. ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ აფეთქებასთან კავშირი არ აქვთ და რომ აფეთქება გამოიწვია პალესტინელების მიერ წარუმატებლად გაშვებულმა რაკეტამ.

პალესტინელების აზრით, აფეთქების მიზეზი იყო ისრაელის საჰაერო თავდასხმა.

XS
SM
MD
LG