Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა შეაქო აშშ-ის დიპლომატიის ღვაწლი ღაზაში მძევლების გათავისუფლების საქმეში


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ნანტაკეტი, აშშ. 25 ნოემბერი, 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ნანტაკეტი, აშშ. 25 ნოემბერი, 2023 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეაქო აშშ-ის დიპლომატიის დამსახურება 24 ნოემბერს „ჰამასის“ (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული დაჯგუფება) მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების საქმეში.

ბაიდენმა თქვა, რომ ეს იყო მხოლოდ დასაწყისი. აშშ-ის პრეზიდენტი მოელის, რომ მოხდება მძევლების შემდგომი გათავისუფლება რადიკალურ-ისლამისტური დაჯგუფების მიერ.

„დღეს დილიდან დაწყებული ღაზაში საბრძოლო მოქმედებები ოთხი დღით შეწყდება, რაც მიღწეული იყო აშშ-ის აქტიური დიპლომატიის წყალობით - ოვალური კაბინეტიდან რეგიონის ლიდერებთან უამრავი სატელეფონო საუბრის ჩათვლით“, - თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე. მან განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების შესაძლებლობას რეალურად მიიჩნევს.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში „ჰამასმა“ გაათავისუფლა 24 მძევალი 39 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ. ისრაელში დაბრუნდა 13 ისრაელელი ქალი და ბავშვი, უმეტესობა 70-80 წლისა, ყველაზე პატარა კი 2 წლისა.

„ჰამასმა“, არა ისრაელთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ასევე გაუშვა 10 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG