Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ლენინის მავზოლეუმიდან გამოსვენების ინიციატორ ნალიმოვისათვის გამოტანილი განაჩენი


მიხაილ ნალიმოვის აზრით, საბჭოთა მთავრობა სატანური იყო, ვლადიმირ ლენინი კი -ანტიქრისტე.
მიხაილ ნალიმოვის აზრით, საბჭოთა მთავრობა სატანური იყო, ვლადიმირ ლენინი კი -ანტიქრისტე.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მოძრაობა "ლენინის გამოტანისათვის“ ლიდერის, მიხეილ ნალიმოვის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ნაციზმის რეაბილიტაციის საქმეზე.

გასული წლის ნოემბერში სასამართლომ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სოციალურ ქსელებში ისეთი კოლაჟების გამოქვეყნებისთვის, რომლებიც აერთიანებდა საბჭოთა და სატანურ სიმბოლოებს. კერძოდ, ნალიმოვმა ერთად გამოაქვეყნა „სამამულო ომის“ ორდენის და წმინდა გიორგის ბაფთის კოლაჟები, ასევე - „გამარჯვების დღის“ აღლუმის ფოტოები.
ნალიმოვი არის ნაციონალისტი და მონარქისტი, "რუსული მარშების" მრავალი მონაწილე. იგი ამტკიცებდა, რომ საბჭოთა მთავრობა სატანური იყო, ვლადიმირ ლენინი კი - ანტიქრისტე. ამის დასტური, ნალიმოვის აზრით, იყო საბჭოთა სიმბოლიზმი - მან წითელი ვარსკვლავი გაუთანაბრა სატანისტურ პენტაგრამას, ხოლო რუსეთის არსებული ხელისუფლება, მისი თქმით, სატანისტების ხელშია.

ნალიმოვმა გაასაჩივრა განაჩენი და უზენაეს სასამართლომდე მივიდა. იქ დაადგინეს, რომ საქმე ეფუძნებოდა არაკომპეტენტური სპეციალისტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევას. დიდი ალბათობით, საუბარია ორგანიზაცია "დამოუკიდებელი ექსპერტის" დირექტორ დანილ მიხეევზე.

ამჟამად მიხეევი დონბასში იბრძვის. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიხეევის, როგორც კონფლიქტოლოგის, განათლება არ იყო საკმარისი სისხლის სამართლის საქმეებში შესაბამისი გამოკვლევების ჩასატარებლად და გააუქმა ნალიმოვის სასჯელი და საქმე დააბრუნა მოსკოვის სააპელაციო სასამართლოში.

XS
SM
MD
LG