Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოროსის ფონდი მიიჩნევს, რომ უნგრეთის მთავრობის კამპანია ანტისემიტურია


სამთავრობო რეკლამა სოროს ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრ სოროსის და ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენის გამოსახულებით ბუდაპეშტის ქუჩაში. 20 ნოემბერი, 2023 წელი
სამთავრობო რეკლამა სოროს ფონდის ხელმძღვანელ ალექსანდრ სოროსის და ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენის გამოსახულებით ბუდაპეშტის ქუჩაში. 20 ნოემბერი, 2023 წელი
უნგრეთის მთავრობის პოლიტიკური კამპანია, რომელიც შეურაცხყოფს ევროკომისიის თავმჯდომარეს და ფინანსისტ ჯორჯ სოროსის ვაჟს, წარმოადგენს „პროპაგანდას, რომელზეც არის ანტისემიტიზმის კვალი“ - განაცხადა 22 ნოემბერს "ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენელმა.
უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ბრალდება „უსაფუძვლოა“.
Reuters-ის თანახმად, 20 ნოემბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობამ გამოფინა სარეკლამო ბანერები, რომლებიც შეურაცხყოფს ევროკომისიის თავმჯდომარეს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც პირველად გახდა პოლიტიკური კამპანიის სამიზნე.
სარეკლამო ბანერებზე, რომლებიც ეხება ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებს, ფონ დერ ლაიენი გამოსახულია ჯორჯ სოროსის ვაჟთან, ალექსანდრთან ერთად, რომელიც მართავს „ღია საზოგადოების ფონდს"(სოროსის ფონდი).
ბანერზე წარწერაა: მოდით, ნუ ვიცეკვებთ მათ დაკრულზე“.
XS
SM
MD
LG