თბილისში, ორთაჭალაში, 15 წლის ბიჭს სატვირთო დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ბავშვი დაღუპული დახვდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო აღმართზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც დაგორდა და დაეჯახა მოზარდს, რომელიც გზაზე გადადიოდა. შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე ათეულ მეტრში საჯარო სკოლაა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით.