Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეს, რომელმაც დამნაშავედ ცნო ომის მოწინააღმდეგე რუსი ხელოვანი სკოჩილენკო, აწინაურებენ


ალექსანდრა (საშა) სკოჩილენკო
ალექსანდრა (საშა) სკოჩილენკო

სანკტ-პეტერბურგის მოსამართლეთა პროფესიული საბჭო გამოვიდა რეკომენდაციით, დაწინაურდეს მოსამართლე, რომელმაც ხელოვანი ალექსანდრა სკოჩილენკო დამნაშავედ ცნო რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში და მას შვიდი წლით მიუსაჯა პატიმრობა.

16 ნოემბრით დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, საბჭოს რეკომენდაციაა, ოქსანა დემიაშევა ქალაქის კალინინის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნოს. მოსამართლე დემიაშევა ამ პოზიციაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია, ვაკანსიაზე კონკურსი 10 ივლისს გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ პოზიციაზე მოსამართლეები ექვსი წლით ინიშნებიან.

სკოლჩენკო 2022 წლის მარტში დააპატიმრეს, როცა სურსათის მაღაზიაში რამდენიმე იარლიყი შეცვალა უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შესახებ ინფორმაციით. ხელოვანმა აღიარა იარლიყების შეცვლა, თუმცა თქვა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, რადგან ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა, არ იყო ყალბი.

წინასწარ პატიმრობაში თითქმის 20 თვის გატარების შემდეგ, სკოლჩენკო, რომელიც თავს პაციფისტად აცხადებს, მოსამართლე დემიაშევამ დამნაშავედ ცნო.

XS
SM
MD
LG