Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კატარი: ისრაელსა და "ჰამასს" შორის მძევლების შესახებ შეთანხმების სირთულეები "მხოლოდ ლოგისტიკურია"


კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი
კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი

კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ 19 ნოემბერს განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი იმედით უყურებს მძევალთა შესახებ შეთანხმების მიღწევის პერსპექტივას ისრაელსა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ "ჰამასს" შორის. მისი თქმით, სირთულეები, რომლებიც რჩება, "ძალიან მცირედია" და ლოგისტიკურია.

Washington Post-ის თანახმად, ისრაელმა, აშშ-მა და "ჰამასმა" მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას ღაზაში მძევლად მყოფი ათობით ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე, ბრძოლაში ხუთდღიანი პაუზის სანაცვლოდ. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის.

XS
SM
MD
LG