Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მომღერალი კოსტა სანიკიძე დაჭრეს


კოსტა სანიკიძე, მომღერალი
კოსტა სანიკიძე, მომღერალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, თეკლათის ქუჩაზე, 19 ნოემბერს დაჭრილი პირი მომღერალი კოსტა სანიკიძეა.

სანიკიძეს ოთხი ჭრილობა აქვს მიყენებული მუცლის არეში. მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ინტერნეტგამოცემა „პრაიმ-ტაიმსს“ უთხრა კოსტა სანიკიძის მეგობარმა სალომე ბარათაშვილმა, შემთხვევა გამთენიისას მოხდა სანიკიძის სახლში.

„ახლა ვარ კლინიკაში, ჯერჯერობით არაფერს გვეუბნებიან. მდგომარეობა როგორია, ჯერ არ ვიცით, ჩვენც ველოდებით. სახლში დაესხნენ თავს. წინაზე სახლი შეეშალათ. ახლა აღარ შეეშალათ. როგორც ვიცი, მუცლის არეშია დაჭრილი“, - უთხრა "პრაიმ-ტაიმსს" სალომე ბარათაშვილმა.

შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 26 წლის მამაკაცი.

მომღერალი და პოეტი კოსტა სანიკიძე პოპულარული გახდა ტელეკომპანია „რუსთავის ორის“ შოუ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის შემდეგ. იგი ასევე გადაღებულია ერთ-ერთ მხატვრულ ფილმში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG