Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის 32 ჩვილია


გაერო აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილ პაციენტებს შორის 32 ჩვილია
გაერო აცხადებს, რომ ღაზის საავადმყოფოში ჩარჩენილ პაციენტებს შორის 32 ჩვილია

გაერო 19 ნოემბერს აცხადებს, რომ ევაკუაციის შემდეგ ღაზის საავადმყოფოში რჩება 291 პაციენტი. საავადმყოფოში ჩარჩენილებს შორის არიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი 32 ჩვილი, ტრავმირებული პაციენტები ინფიცირებული ჭრილობებით და პირები, რომლებსაც ხერხემლის დაზიანება აქვთ და ვერ გადაადგილდებიან.

გაეროს გუნდმა მას მერე შეძლო მოენახულებინა ალ-შიფის საავადმყოფო, რაც შენობა დატოვეს 2500-მდე იძულებით გადაადგილებულმა პირმა, პაციენტებმა, რომლებსაც სიარული შეეძლოთ და სამედიცინო პერსონალმა - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

ისრაელი დიდი ხანია იუწყება, რომ ღაზის მმართველ "ჰამასს" - რომელსაც აშშ და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ - ამ საავადმყოფოში და მის ქვეშ სამეთაურო ცენტრი აქვს განთავსებული.

XS
SM
MD
LG