16 ნოემბრის საღამოს რუსეთის ჯარებმა კვლავ მიიტანეს იერიში ხერსონზე, რომელიც რუსეთის მთავარ სამიზნეს წარმოადგენს მას შემდეგ, რაც უკრაინის არმიამ გასული წლის 11 ნოემბერს მასზე კონტროლი აღადგინა.
"ხერსონის ცენტრი მტრის ცეცხლის ქვეშაა. ამჟამად არსებობს ინფორმაცია სამი დაზარალებულის შესახებ", - წერს ტელეგრამის არხში ქალაქ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან მროჩკო.
ეს ერთი დღის განმავლობაში ხერსონზე რუსეთის თავდასხმის მეოთხე შემთხვევა.
ხერსონის დეოკუპაციის წლისთავზე, 11 ნოემბერს, საღამოს, ტრადიციულ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები შესაფერისად უპასუხებენ რუსეთის არმიის იერიშებს ხერსონსა და ხერსონის რეგიონზე. ამ მიზნით არმიის სარდლობასთან 10 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა საჰაერო თავდაცვის, კონტრ-ბატარეის, ელექტრონული ბრძოლის და დაზვერვის საშუალებების შემდგომი გაძლიერების შესახებ.