ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში რამდენიმე რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანია შეიყვანა. სანქციების ქვეშ ასევე მოჰყვნენ სამი ტანკერი და ყოფილი სერბი მინისტრი, რომელიც რუსეთში ბიზნესით არის დაკავებული.
ლაპარაკია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ყოფილ მინისტრსა და სერბეთის სახალხო პარტიის დამფუძნებელ ნენად პოპოვიჩზე და მასთან დაკავშირებულ ორ კამპანიაზე: „დომინიონ ნიკოლსკიზე“ და „დომინიონ ტვერსკაია-იაროსლავკაიაზე“.
სანქციები დაუწესდა ასევე ბოსნიურ კომპანია „ბნ-ინჟინერინგს“, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციებით, კავშირი აქვს ქარხანა „მოტორ სიჩსთან“, რომელიც არაერთი დასახელების პროდუქციას აწვდიდა რუსეთს.
სანქციების სიაში ფიგურირებს ასვე ჩრდილოეთ მაკედონიის ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმე იორდან კამჩევთან და მის დედასთან, რატკა კამჩევასთან, დაკავშირებული ბუკმეკერული კომპანია „ბეტსიტი“.
აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული.
მანამდე ნოემბრის დასაწყისში აშშ-მა სანქციების სიაში შეიყვანა 30-ზე მეტი ფიზიკური და 200 იურიდიული პირი. კერძოდ, სანქციები დაუწესა კორპორაცია „აფკ-სისტემასა“ და მოსკოვის ბაუმანის სახელობის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტს. გარდა ამისა, შეზღუდვებს დაექვემდებარა „პოჩტა ბანკი“, სრულიად რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკი და ბანკი „რუსკი სტანდარტი“, ნათქვამია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ცნობაში.