ტოკიოში დააკავეს 53 წლის პირი, რომელმაც მანქანა შეაჯახა ისრაელის საელჩოს შესასვლელთან აღმართულ ზღუდეს და დააშავა პოლიციელი.
ტოკიოს პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი მემარჯვენე ორგანიზაციის წევრია, მაგრამ დეტალები არ დაუზუსტებია.
დაშავებული პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ისრაელის ელჩმა ტოკიოში, გილად კოენმა, განაცხადა, რომ „შოკირებულია“ მომხდარით და მადლობა გადაუხადა პოლიციას უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ინციდენტი მოხდა საელჩოების არეალში, სადაც ბოლო კვირებში ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის მიმართ პროტესტის ნიშნად მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები იმართება.