Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სან-ფრანცისკოს მახლობლად მართავენ მოლაპარაკებებს

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი სან-ფრანცისკოს მახლობლად მართავენ მოლაპარაკებებს


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. ვუდსაიდი, კალიფორნია, 15 ნოემბერი, 2023.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი (მარცხნივ) და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. ვუდსაიდი, კალიფორნია, 15 ნოემბერი, 2023.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში პირველად შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, სი ძინპინს. ბაიდენმა ჩინეთის ლიდერს უმასპინძლა სან-ფრანცისკოს სამხრეთით, 48 კილომეტრზე მდებარე ფილოლის მამულში. Reuters-ი იტყობინება, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ორ ზესახელმწიფოს შორის დაძაბულობის შესუსტებას შეიარაღებული კონფლიქტების, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების საკითხებში.

სი ძინპინთან შეხვედრაზე ბაიდენმა თქვა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის არსებობს უთანხმოებები, მაგრამ მათ მუდამ უნდა ჰქონდეთ დიალოგი.

„ჩვენ ყოველთვის ვერ ვთანხმდებოდით, რაც გასაკვირი არ არის, მაგრამ ჩვენი შეხვედრები ყოველთვის იყო გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო“, - განაცხადა ბაიდენმა თავის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრაზე. „მე ვაფასებ ჩვენს დიალოგს, ვინაიდან, ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მე და თქვენ ნათლად გვესმოდეს ერთმანეთის, როგორც ლიდერს ლიდერისა, რაიმე შეცდომების ან გაუგებრობების გარეშე.“

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სამიტის მიზანია გაააქტიუროს ორი ქვეყნის სამხედრო უწყებათა შორის კავშირების არხები, რათა განახლდეს ვაშინგტონსა და პეკინს შორის ნორმალური კონტაქტები, კერძოდ - ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის.

მოლაპარაკებების შემდეგ ორი პოლიტიკოსი მონაწილეობას მიიღებს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტში.

XS
SM
MD
LG