Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
IRI: 73%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება

IRI: 73%-ის აზრით, რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება


რუსეთ-საქართველოს საზღვარი
რუსეთ-საქართველოს საზღვარი

საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოში ჩაატარა, ასახავს რუსეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულებას.

შეკითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 77% რუსეთს ასახელებს.

რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებს, როგორც IRI აცხადებს, ქართველები ცალსახად შეშფოთებული არიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნით.

გამოკითხულთა 73% მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლის, ბიზნესის დარეგისტრირების ან ქონების შეძენის უფლება.

მეთოდოლოგია

გამოკვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შეირჩა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტი. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 73%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

XS
SM
MD
LG