Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და დიდი ბრიტანეთი ახალ სანქციებს უწესებენ „ჰამასს“


საილუსტრაციო ფოტო: ჰამასის ლიდერები რაფაჰში. 19 სექტემბერი, 2017.
საილუსტრაციო ფოტო: ჰამასის ლიდერები რაფაჰში. 19 სექტემბერი, 2017.

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა „ჰამასის“ წინააღმდეგ სანქციების მესამე რაუნდის შესახებ გამოაცხადეს. პალესტინელთა ექსტრემისტულ დაჯგუფებას სანქციები დაუწესდა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანქციების სამიზნეა „ჰამასის“ საკვანძო მნიშვნელობის პირები და მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ირანი დახმარებას უწევს „ჰამასს“ და ღაზის სექტორში მოქმედ კიდევ ერთ ექსტრემისტულ ორგანიზაციას, „ისლამურ ჯიჰადს“.

სანქციები ეხება „ჰამასის“ ოთხ მაღალი რანგის ლიდერს, რომლებიც დაჯგუფების დაფინანსებით არიან დაკავებული.

როგორც BBC იტყობინება, „ჰამასთან“ და „ისლამურ ჯიჰადთან“ დაკავშირებულ პირებს მოელით დაბრკოლებები მოგზაურობაში, აქტივების გაყინვა და იარაღის მიწოდებაზე ემბარგო.

XS
SM
MD
LG