Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა


საილუსტრაციო ფოტო: ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე. 17 ოქტომბერი, 2022.
საილუსტრაციო ფოტო: ირანული წარმოების დრონი კიევის თავზე. 17 ოქტომბერი, 2022.

სამშაბათს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადდა საჰაერო განგაში. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, რუსეთის საჰაერო იერიშების დროს ბომბსაცავებს მიაშურონ.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ MiG-31K სამხედრო თვითმფრინავებმა სტარტი აიღეს თავიანთ ბაზებზე და მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს სარაკეტო დარტყმების საშიშროება.

ამ განცხადებამდე, ასევე სამშაბათს, გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის სამხრეთში, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლში, საჰაერო იერიშს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთი დაიჭრა. შეტევა განახორციელა რუსეთის სამმა დრონმა.

დნეპროპეტროვსკის ოლქი რეგულარულად არის რუსეთის საჰაერო იერიშების სამიზნე. ამის დამადასტურებელი მრავალი მტკიცებულების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს და აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ურტყამს.

XS
SM
MD
LG