Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპერის თანამშრომლების გაფიცვა მე-12 დღეა გრძელდება


თანამშრომლების პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ. თბილისი, რუსთაველის გამზირი
თანამშრომლების პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ. თბილისი, რუსთაველის გამზირი

უკვე 12 დღე გავიდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვიდან.​ ისინი ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

ზუსტად ახლა, როცა გაფიცული თანამშრომლების ნაწილი შენობის წინაა შეკრებილი, თეატრში იმართება ლუდვიგ მინკუსის ბალეტ "ბაიადერის" პრემიერა.

თანამშრომლების პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ. თბილისი, რუსთაველის გამზირი
თანამშრომლების პროტესტი ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ. თბილისი, რუსთაველის გამზირი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის გაფიცვა 3 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც უშედეგოდ გავიდა მედიაციისთვის გამოყოფილი 21 დღე. თანამშრომელთა გაფიცვას დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ თეატრმა განცხადებით უპასუხა - იგი მზად არის, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ხელფასი 35-40 პროცენტით გაზარდოს.

"სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა, დღეიდან - 2023 წლის 03 ნოემბრიდან, მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება", - ეწერა განცხადებაში.

თეატრი აღნიშნავდა, რომ "გაფიცულ თანამშრომელთა მიმდინარე ყოველთვიური შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური - 1100 ლარს". ამ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, ეს "ხელზე ასაღები" თანხაა, თუ აკლდება გადასახადები.

„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 4 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას.

XS
SM
MD
LG