Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში გაიხსნა საწვრთნელი ცენტრი, სადაც უკრაინელი პილოტები ისწავლიან F-16 ტიპის თვითმფრინავების მართვას


უკრაინელი პილოტები რუმინეთში ისწავლიან F-16 ტიპის თვითმფრინავების მართვას
უკრაინელი პილოტები რუმინეთში ისწავლიან F-16 ტიპის თვითმფრინავების მართვას

13 ნოემბერს რუმინეთის და ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრებმა ბუქარესტიდან 150-მდე კილომეტრის მოშორებით გახსნეს საწვრთნელი ცენტრი, სადაც უკრაინელი პილოტები ისწავლიან აშშ-ის მიერ წარმოებული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვას.

უკრაინა თავის მოკავშირეებს დიდი ხანია სთხოვს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა გააძლიეროს საბჭოთა ეპოქაში წარმოებული MiG-ის თვითმფრინავებისგან შემდგარი თავისი არსენალი კონტრშეტევაში, რომელსაც უკრაინა აწარმოებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მქონე რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ.

გავრცელებული ცნობებით, აშშ-მა და დანიამ უკვე დაიწყეს უკრაინელი პილოტების წვრთნა F-16 ტიპის თვითმფრინავების მართვაში.

XS
SM
MD
LG