Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავის დეფიციტის გამო, გაერო ღაზაში მუშაობის შეწყვეტის საფრთხეზე იუწყება


საწვავის დეფიციტის გამო, გაერო აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციები 48 საათში შეწყდება
საწვავის დეფიციტის გამო, გაერო აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაციები 48 საათში შეწყდება

გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო ორშაბათს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ საწვავის დეფიციტის გამო ორ დღეში შეწყდება მისი ჰუმანიტარული ოპერაციები ღაზაში. ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა კვლავ გრძელდება შეტაკებები ისრაელსა და ღაზის მმართველ, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ "ჰამასს" შორის.

"ღაზაში ჰუმანიტარული ოპერაცია შეჩერდება შემდეგ 48 საათში, რადგან ღაზაში საწვავის შემოტანის საშუალება არ არის", - წერს სააგენტოს ღაზის მიმართულების ხელმძღვანელი ტომას უაიტი პლატფორმაზე X.

XS
SM
MD
LG