პირებს, რომლებსაც განაცხადი შეაქვთ ევროპის შენგენის ზონაში სამოგზაუროდ, ამისთვის მალე ინტერნეტის პლატფორმის გამოყენება მოუწევთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან მიღებული ცვლილების თანახმად.
სავიზო პროცესის ციფრულ ფორმაზე გადასვლის ეს ნაბიჯი ასევე გააუქმებს განაცხადის წარმდგენთა პასპორტებში ვიზების ჩაკვრის საჭიროებას, რაც ნიშნავს, რომ აღარ იქნება საკონსულოებსა თუ მომსახურების ცენტრებში შეხვედრის დანიშვნის აუცილებლობა.
ცვლილება გამოცხადდა ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესის შემდეგ. მის ამოქმედებას სამი კვირა დასჭირდება მას მერე, რაც გამოქვეყნდება ევროკავშირის ადმინისტრაციულ გამოცემაში. ეს, როგორც მოელიან, მალე მოხდება.
შენგენის ზონა მოიცავს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 23-ს, ასევე შვეიცარიას, ნორვეგიას, ისლანდიასა და ლიხტენშტაინს.