Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ  ევროპაში იქნება მშვიდობა, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს


ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი
ედგარს რინკევიჩსი, ლატვიის პრეზიდენტი

გაგრძელეთ იარაღის მიწოდება ან უკრაინელები დამარცხდებიან და რუსეთს მწვანე შუქი ექნება, რომ მომავალში სხვებს დაემუქროს“, - აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სააგენტო AP-სთან ინტერვიუში და ამ სიტყვებით მიმართავს იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე ყოყმანობენ.

რინკევიჩსი ამბობს, რომ თუკი რუსეთს შეაჩერებენ უკრაინაში, მაშინ ის ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების გამოწვევას - ეს არის მნიშვნელოვანი ბრძოლა საერთაშორისო მშვიდობისა და ევროპაში მშვიდობისთვისაც.

AP-სთან ინტერვიუში რინკევიჩსმა ასევე თქვა, რომ დასავლეთმა მხარი უნდა დაუჭიროს როგორც უკრაინას, ისე ისრაელს, საერთო ღირებულებებსა და საერთაშორისო წესრიგზე თავდასხმების წინააღმდეგ.

ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ვიდრე, თუ უკრაინას დავაღალატებთ ან ასევე დავუშვებთ, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში უკონტროლო გახდეს“.

ლატვიის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი პასუხისმგებელია, უპასუხოს პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან მეტი იარაღის თხოვნას:

„ჩვენ არ მიგვიწოდებია იმდენი, რამდენიც უნდა მიგვეწოდებინა. ისინი მამაცურად იბრძვიან“.

რინკევიჩსმა ასევე ივარაუდა, რომ რუსეთი განაახლებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ზამთრის მოსვლასთან ერთად - ისე, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა.

ლატვიის პრეზიდენტის აზრით, უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ევროკავშირი და ნატოც უნდა მოემზადონ.

XS
SM
MD
LG