Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოლეთიანი: რაჭის ტყეებზე ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტი თბილისში გაგრძელდება


ვარლამ გოლეთიანი (ფოტო არქივიდან)
ვარლამ გოლეთიანი (ფოტო არქივიდან)

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის ვრცელ ტყეებზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტი რაჭიდან თბილისში გადაინაცვლებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდგათ ეს კარავი თბილისში [გარემოს დაცვის] სამინისტროსთან“, განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა 11 ნოემბერს ამბროლაურის მერიასთან მიმდინარე აქციაზე და დაამატა: „ყველა შესასვლელთან დავდგამთ ამ კარავს, და შევავიწროვებთ, სანამ არ შესრულდება მოთხოვნები“.

მისივე თქმით, პროტესტანტების ჯგუფი რაჭიდან თბილისისკენ შაბათს, 18 ნოემბერს, 12 საათზე დაიძრება.

ერთ თვეზე მეტია, რაჭაში აქტიურად აპროტესტებენ რეგიონის ტყეების 105 ათასამდე ჰექტარზე 49-წლიანი ლიცენზიის გაცემას კერძო კომპანიაზე, რომელიც ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს.

ხიდაშელი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ერთ-ერთ მსხვილ კომპანია „სისტემას“.

„სამსახურად უნდა გავიხადოთ იქ სიარული“, ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

XS
SM
MD
LG