Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ სანქციები დაუწესა არაერთ რუსულ მედიასა და მომღერალ ჟასმინს


კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციების სიებს დაამატა რუსეთის ექვსი კომპანია და ცხრა ფიზიკური პირი, მათ შორის მსხვილი მედია. კანადის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ისინი ჩართულნი არიან იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავრცელებაში, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას.

სანქცირებულ რუსულ მედიას შორის არიან გაზეთი "იზვესტია", "საპარლამენტო გაზეთი", სატელევიზიო არხი REN-TV და არხი, ასევე პროექტი Russia beyond media, რომელიც ბეჭდურ დანართებს აკეთებს რუსეთის შესახებ გავლენიანი მსოფლიო გაზეთებისთვის. გარდა ამისა, სიაში შედის პარტია "ედინაია როსიას" მიერ დაარსებული სოციალური კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტი.

სანქციების სიებში შემავალ ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რუსეთის ისტორიული საზოგადოების თანათავმჯდომარე და ახალი სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოს თანაავტორი (ვლადიმირ მედინსკისთან ერთად) ალექსანდრ ჩუბარიანი, მომღერალი „ჟასმინი“ (სარა შორი) და სხვები.

"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზული საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია", - აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამ დროისთვის კანადის სანქციების ქვეშ 475 რუსული კომპანია და 1370 პირი იმყოფება.

XS
SM
MD
LG