სააგენტო Reuters-ი ავრცელებს ცნობას, რომ ღაზაში მოქმედი „ისლამური ჯიჰადის“ შეიარაღებული ფრთა მზადაა, ჰუმანიტარული და სამედიცინო მიზეზების გამო გაათავისუფლოს ორი ისრაელელი მძევალი - ქალი და ბიჭი.
ამის შესახებ განაცხადა „ალ-ყუდსის ბრიგადების“ წარმომადგენელმა. განცხადება 9 ნოემბერს ჩანაწერის სახით გავრცელდა.
მისივე თქმით, მძევლები შესაბამისი ზომების მიღების შემდეგ გათავისუფლდებიან.
7 ოქტომბერს ისრაელში შეჭრისას მძევლად აიყვანეს დაახლოებით 240 ადამიანი, ისრაელის და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეები. მას შემდეგ დღემდე მხოლოდ ოთხი მძევალი გაათავისუფლეს.