Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს რუსეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გეგმა


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევს აქვს რუსეთის წინააღმდეგ ომის გაგრძელების გეგმა, მიუხედავად სირთულეებისა სამხრეთში შეტევისა და დასავლელი ლიდერების ყურადღების გადატანისა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე.

ზელენსკიმ ონლაინ რეჟიმში ისაუბრა Reuters-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ წლის ბოლომდე უკრაინელი სამხედროები შეძლებენ ფრონტზე წარმატების მიღწევას. მას არ ულაპარაკია კონკრეტულ მიზნებზე, მაგრამ აღნიშნა, რომ არსებობს შეტევის განვითარების „კონკრეტული მიმართულებები“. „ჩვენ გვაქვს მიზანი, სად წავალთ, რა მიმართულებით წავიყვანთ შეტევას“, - თქვა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა კვლავაც არ არის მზად რუსეთთან რაიმე „კომპრომისების“ განხილვისთვის, რადგან ის აგრესიის მსხვერპლია. ზელენსკის თქმით, რუსეთს შეუძლია ომის დასრულება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით.
ზელენსკიმ აგრეთვე კომენტარი გააკეთა დასავლეთის ზოგიერთ წრეში უკრაინის პერსპექტივების მიმართ სკეპტიციზმზე. მისი თქმით, კიევში შეშფოთებას იწვევს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის რიგი წევრების პოზიცია. ასევე, ზელენსკის თქმით, ზოგიერთი დასავლელი ლიდერი თვლის, რომ უკრაინას გამარჯვების მცირე შანსი აქვს, რადგან მისი მოსახლეობა უფრო მცირეა, ვიდრე რუსეთის მოსახლეობა. ამ არგუმენტს არ დაეთანხმა უკრაინის პრეზიდენტი და თქვა, რომ უკრაინის დანაკარგები ომში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთისა (აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შეფასებით, რუსეთის დანაკარგები უკრაინისას დაახლოებით 1,5-2-ჯერ აღემატება. მხარეთა დანაკარგების შესახებ დამოუკიდებლად დადასტურებული მონაცემები არ არსებობს. - რ.თ.).

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ფრონტზე შექმნილი ვითარების ფონზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ცოტა ხნის წინ „ჩიხური“ უწოდა. თავად ზელენსკი ირიბად შეეწინააღმდეგა გენერალს და თქვა: „ეს არ არის ჩიხი“, მაგრამ ამავე დროს აღიარა, რომ წარმატებული შეტევისთვის უკრაინას სჭირდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები.

XS
SM
MD
LG