უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მზადყოფნაშია პარტნიორებისგან მიღებული NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
როგორც ზელენსკიმ ტელეგრამში დაწერა 7 ნოემბერს, ეს უკრაინას ხელს შეუწყობს, ზამთრისთვის უფრო გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.
გარდა ამისა, მისი თქმით, დღეს გამართულ მთავრობის თათბირზე მოისმინეს ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებებზე კუპიანსკის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებებზე.
სექტემბერში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის მხარდამჭერი ჯგუფის შეხვედრაზე მოკავშირეებს მოუწოდა, მომავალში გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა. პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკვე მიწოდებული სისტემები Patriot, IRIS-T, HAWK, NASAMS, SAMP/T იცავს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის მარცვლეულსა და ენერგომატარებლებს.
აგვისტოში ლიეტუვამ განაცხადა, რომ სექტემბერში უკრაინას გადასცემს NASAMS-ის დამატებით საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს.
NASAMS-ის პირველი ორი კომპლექსი უკრაინამ გასული წლის შემოდგომაზე მიიღო აშშ-ისგან. მიმდინარე წლის ივლისში პენტაგონმა გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ. ამ პაკეტის ფარგლებში იგეგმებოდა კიევისთვის NASAMS-ის ოთხი სისტემისა და რაკეტების გადაცემა.
მარტში ასევე იტყობინებოდნენ, რომ ნორვეგია უკრაინას აშშ-სთან თანამშრომლობით გადასცემს NASAMS-ის ორ სისტემას.
ზელენსკი: საბრძოლო მზადყოფნაშია პარტნიორებისგან მიღებული NASAMS-ის დამატებითი სისტემები
ყველაზე პოპულარული
1