Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აცხადებს, რომ ისრაელისა და "ჰამასის" ომს ემსხვერპლა მისი 88 თანამშრომელი


გაერო აცხადებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტს ემსხვერპლა მისი 88 თანამშრომელი, 2023 წლის 6 ნოემბერი
გაერო აცხადებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტს ემსხვერპლა მისი 88 თანამშრომელი, 2023 წლის 6 ნოემბერი

გაეროს ჰუმანიტარული მიმართულების 88 თანამშრომელი დაიღუპა ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში - განაცხადეს გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებმა და გამოვიდნენ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებით.

"თითქმის ერთი თვის განმავლობაში მსოფლიო თვალს ადევნებს ისრაელსა და პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე სიტუაციას, თავზარდაცემული და შეძრწუნებული ადამიანთა სიცოცხლის განადგურებით და ნგრევით" - განაცხადეს გაეროს უწყებების, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და იუნისეფის ხელმძღვანელებმა 5 ნოემბერს.

"7 ოქტომბრის შემდეგ დაღუპულია ჰუმანიტარული სფეროს უამრავი თანამშრომელი, მათ შორის 88 კოლეგა პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოდან - რაც ერთ კონფლიქტში გაეროს მიერ განცდილი ყველაზე დიდი მსხვერპლია" - აცხადებენ გაეროს წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG