რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის ავტორიტარი ლიდერი, რამზან კადიროვი 6 ნოემბერს ტელეგრამით წერს, რომ გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ყოფილი მებრძოლების ჯგუფი ჩეჩნეთში გადის წვრთნას მის ძალებთან ერთად.
კადიროვს არ დაუკონკრეტებია რამდენი ყოფილი "ვაგნერელი" მონაწილეობს წვრთნებში.
"ვაგნერის" მებრძოლებს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ მძიმე ბრძოლებში მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. "ვაგნერის" დამაარსებელი და ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი აგვისტოში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. მანამდე, ივნისში, პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა მოკლევადიან აჯანყებას რუსეთის სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.