Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარელის მუნიციპალიტეტში 12 წლის გოგო მოიტაცეს და მასზე სექსუალურად იძალადეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ქარელის მუნიციპალიტეტში 12 წლის ბავშვი 22 წლის კაცმა მოიტაცა და მასზე სექსუალურად იძალადა. დაკავებულს 8-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შემთხვევა შაბათს, 4 ნოემბერს გვიან მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მოტაცების შესახებ პოლიციას ოჯახის ახლობელმა აცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით.

XS
SM
MD
LG