Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ფინალი იჭიდავეს და ოთხივე წააგეს


გურამ თუშიშვილისა და ფინელი პუმალაინენის დაპირისპირება. 5 ნოემბერი, 2023 წ.
გურამ თუშიშვილისა და ფინელი პუმალაინენის დაპირისპირება. 5 ნოემბერი, 2023 წ.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა საფრანგეთში გამართულ ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე ოთხი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალის გზაზე ყველა მეტოქეს აჯობეს. საჩემპიონო ბრძოლაში კი ოთხივე დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატის საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მეცხრე ადგილზე გავიდა.

XS
SM
MD
LG