Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მომავალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატის მინიმალური ხელფასი 8 250 ლარამდე გაიზრდება


საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა
საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა

პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებების შეტანას გეგმავს. პროექტი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კოლეგებს წარუდგენს, დეპუტატის გასამრჯელოს ზრდას ითვალისწინებს. ცვლილება, მიღების შემთხვევაში, ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა და მომავალი, მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებზე გავრცელდება. შედეგად, ჯამურად, ყოველწლიურად ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 5.7 მილიონი ლარით გაიზრდება.

პარლამენტში ხელფასები ასე განისაზღვრება:

  • პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 260 ლარით და გახდება 10 000 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 100 ლარით და გახდება 9 500 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 2 910 ლარით და გახდება 9 250 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი გაიზრდება 3 460 ლარით და გახდება 9 000 ლარი;
  • კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 950 ლარით და გახდება 8 750 ლარი.
  • კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი გაიზრდება 3 760 ლარით და გახდება 8 500 ლარი.
  • პარლამენტის წევრს, რომელსაც არ უკავია საპარლამენტო თანამდებობა, ხელფასი გაეზრდება 3 626 ლარით და განესაზღვრება 8 250 ლარი.

როგორც პროექტში არის აღნიშნული, პარლამენტის წევრისთვის პარლამენტის ბიუროს მიერ ასევე განისაზღვრება სატრანსპორტო უზრუნველყოფის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისა და კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობები.

თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში კი გარდაცვლილის ოჯახს მისცემენ ერთჯერად ფულად დახმარებას, 20 000 ლარს.

პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

XS
SM
MD
LG