თავისუფალია 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ შიდა ქართლში, სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
მევლუდ ლაღოშვილი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 6 მოქალაქე.
"საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება", - აცხადებენ სუსში.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტახტისძირელი მევლუდ ლაღოშვილი მაშინ დააკავეს, როცა სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა.