Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1-15 ნოემბერს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება - NCDC


ფოტოილუსტრაცია: ვაქცინაცია
ფოტოილუსტრაცია: ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) განცხადებით, 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - ნათქვამია ცნობაში.

სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა იხილეთ აქ.

XS
SM
MD
LG