Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი აცხადებს, რომ რუსეთის 39 მოქალაქე დეპორტაციას დაექვემდებარება


საფრანგეთი აცხადებს, რომ დეპორტაციას დაექვემდებარება რუსეთის 39 მოქალაქე
საფრანგეთი აცხადებს, რომ დეპორტაციას დაექვემდებარება რუსეთის 39 მოქალაქე

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა საფრანგეთის მაუწყებელს, რადიოსადგურ RMC-ს, 30 ოქტომბერს უთხრა, რომ პარიზი აპირებს რუსეთის 39 მოქალაქის დეპორტირებას - მათი, ვინც, საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების თანახმად, რადიკალური ისლამის მიმდევრები არიან.

გაურკვეველია, ამ 39 მოქალაქეში შედის თუ არა ის ოთხი თინეიჯერიც, მათ შორის ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკების მცხოვრებლები, რომლებიც გასულ კვირაში პარიზში დააკავეს. ისინი ისრაელის საელჩოზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილი. ახალგაზრდები დააკავეს დაახლოებით ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც იგუშეთიდან ჩასულმა 20 წლის პირმა საფრანგეთში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასწავლებელს და კიდევ სამი პირი დაჭრა.

XS
SM
MD
LG