Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ათასობით პირი შეიჭრა ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში


გაეროს სააგენტოს განცხადებით, ღაზაში ათასობით პირი შეიჭრა ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში.
გაეროს სააგენტოს განცხადებით, ღაზაში ათასობით პირი შეიჭრა ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში.

ღაზაში ათასობით პირი შეიჭრა ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში, ფქვილის და ჰიგიენის პროდუქტების წასაღებად - აცხადებს გაეროს სააგენტო 29 ოქტომბერს.

საწყობებში შეჭრა წარმოადგენს "შემაშფოთებელ ნიშანს, რომ საზოგადოებრივი წესრიგი განიცდის კოლაფსს სამი კვირის განმავლობაში მიმდინარე ომის და ღაზის მკაცრი ბლოკადის შემდეგ", - ამბობს ტომას უაითი, გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ღაზის განყოფილების დირექტორი. "ხალხი შეშინებული, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია", - დასძენს ის.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პალესტინელებს შორის მსხვერპლის რიცხვმა გადააჭარბა 8000 ადამიანს. ამავე ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.

XS
SM
MD
LG