Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მალტის სამშვიდობო მოლაპარაკების მონაწილეებს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც 28 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღეს მალტაში უკრაინის მხარდაჭერით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებაში - ზელენსკიმ ამ შეხვედრას უწოდა ნიშანი ერთიანობისა, რომელსაც შეუძლია დაასრულოს რუსეთთან ომი.

"მსოფლიოში ყველა მათგანის ერთიანობა, ვინც ჩვენთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობს საერთაშორისო სამართლის ძალის და გაეროს პრინციპებისა და ნორმების რეალური წონის აღსადგენად", ნამდვილად ეფექტიანი იქნება, - წერს ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

მალტის შეხვედრა მსგავსი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი იყო. მოსკოვს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

XS
SM
MD
LG